მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ცოტა უფრო თავისუფლად ვაწკაპუნე. ვგრძნობ, რომ კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივარ, მიხარია!
რა ვისწავლე-" გუგლ დრაივი".გავხსენი საქაღალდეები და ავტვირთე ფაილები.
კიდევ და კიდევ ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე.
გავიხსენეთ სურათების ჩამოტვირთვა "კოპი-ფეისტის" გარეშე.
ისე სწრაფად გადის დრო დაღლასაც ვერ ვასწრებ, უფრო სწორად ისე ვარ ჩართული, ვერც კი ვგრძნობ ვიღლები თუ არა.
.
Sunday, May 29, 2016
Saturday, May 28, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან დიდი ინფორმაცია იყო, ამიტომ თავში ყველაფერი ამერია. გავიარეთ საავტორო უფლებების დაცვის ეთიკა, "ფოვერ პოინტის" სმარტები დაჩარტები,დიზაინი. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ რამოდენიმე პრეზენტაცია. ძალიან მინდა ეს ყველაფერი წკაპა-წკუპით ვიცოდე. სახლში ვიმეცადინებ.

Saturday, May 14, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტრენინგის გამო, დღეს ცოტა დამაგვიანდა, მაინც ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების წესები.
მართალია თავიდან ამერია, მაგრამ მაინც გავერკვიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:რატომ არის დღეს ასე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები?
თემატური კითხვები:1.რატომ შეიქმნა ნაკრძალები,აღკვეთილები და ტყე პარკები?
2.რა განსხვავებაა, ნაკრძალებს, აღკვეთილებს და ტყეპარკებს შორის?
შინაარსობრივი კითხვები:2.. რით არის მნიშვნელოვანი ლაგოდეხის ნაკრძალი?
1. კახეთში რომელი ნაკრძალებია? 3. საქართველოს რომელ ნაკრძალებს იცნობთ?
4. რომელი ენდემური მცენარეებია დაცული ვაშლოვანის და ბაბანეურის ნაკრძალებში?
5. გარდა ძელქვისა, კიდევ რომელი მნიშვნელოვანი მცენარეა დაცული ბაბანეურის ნაკრძალში?
Thursday, May 12, 2016
როგორც წინა ორი ტრენინგი, დღევანდელიც ძალიან დატვირთული ,და საინტერესო იყო, გავეცასნით ბუკლეტის უკვე შევსებულ ფორმებს, გავეცანით მზა პროექტებს, რომელიც შემოგვთავაზა ტრენერმა, დავხვეწეთ პროექტის იდეა და მიზნები. მივიღეთ ე. წ. საშინაო დავალება. რაღაც-რაღაცეები ერთმანეთში მერევა, მაგრამ აუცილებლად ყველაფერს შევძლებ და დავალაგებ.
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან და ისწავლიან თავიანთი კუთხის- კახეთის ნაკრძალებს.
მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერიდან, წიგნებიდან(საბავშვო ენციკლოპედია,საქართველოს ნაკრძალები და აღკვეთილები,ტურისტული ბუკლეტები).
შეაგროვებენ მონაცემებს;
დაამუშავებენ მასალას;
შეადარებენ და გააანალიზებენ რა მსგავსება და განსხვავებაააღნიშნულ ნაკრძალებს შორის;
გაცვლიან ინფორმაციას;
ითანამშრომლებენ, როგორც ერთმანეთთან, ასევე პედაგოგებთან;
შეაგერებენ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ მასალას;
მოამზადებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას.
Wednesday, May 11, 2016
Monday, May 9, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დავხვეწეთ, თუ როგორ იწერება პროექტის შინაარსი, მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები, ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადების ტექნიკა. ინფორმაცია იყო ძალიან ტევადი, ამიტომ მჭირდება გამეორება სახლში.
მივიღეთ საშინაო დავალება, გავაფორმოთ ბუკლეტი.
Sunday, May 8, 2016
საკლასო პროექტი -ბიომები. ველები: ტუნდრა, სტეპი, სავანა, პრერია, პამპასი.
პროექტის სახელწოდება: ბიომები (ველები: ტუნდრა, სტეპი, სავანა, პრერია, პამპასი).
სამიზნე ჯგუფი- 1X კლასი
პროექტის აღწერა: მეცხრე კლასში ისწავლება ეკოსისტემის ძირითადი ტიპები- ბიომები, კერძოდ ველები.მასალაში აღწერილია სხვადეასხვა კონტინენტის ველები-ტუნდრა, სტეპი, სავანა, პრერია, პამპასი.
მოსწავლეთა კითხვების სიმრავლემ დამარწმუნა, რომ მაღალი იყო მოტივაცია და მზაობა მეტი ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საკლასო პროექტი.
ვინაიდან კლასში 10 მოსწავლეა, დავყავით წყვილებად და თითოეულ წყვილს დაევალა თითო ბიომის შესახებ მასალის მოძიება.
მეტი ინფორმაციის მისაღებად მოსწავლეები მოიძიებენ მასალას, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული წყაროებიდან. დაამუშავებენ მოძიებულ მასალას, შეადარებენ, სხვადასხვა კონტინენტის ველებს, შეადარებენ ლანდშაფტებს, გააანალიზებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას "პოვერ პოინტში".

Saturday, May 7, 2016
საკლასო პროექტი- კახეთის ნაკრძალები
პროექტის სახელწოდება-ვიცნობდეთ ჩვენი კუთხის ნაკრძალებს.
საკლასო პროექტი. მე-6 კლასი
პროექტის აღწერა:
მეექვსე კლასში სასწავლო პროგრამაში შეტანილია მასალა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა,ლაგოდეხის და ვაშლოვანის ნაკრძალების შესახებ, ამავე დროს საერთოდ არ არის ნახსენები ისეთი ულამაზესი ნაკრძალი, როგორიცაა ბაწარა- ბაბანეურის ნაკრძალი. მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ნაკრძალში დაცული ქართული ფლორის სიამაყის-ძელქვის
და კოლხური ბზის შესახებ.
ისინი ძალიან დააინტერესა აღნიშნულმა მასალამ. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საკლასო პროექტი,რათა მეტი ინფორმაცია მიგვეპოვებინა და უკეთ შეგვესწავლა ჩვენი კუთხის-კახეთის ნაკრძალები.
პროექტის მიმდინარეობა:
კლასი დავყავით სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უნდა შეესწავლა ერთი ნაკრძალი.გუნდმა არჩევანის პრინციპით აირჩია შესასწავლი ნაკრძალი.დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული მისამართი სახელმძღვანელოში იყო მითითებული (htt://dpa.gov.ge/). მივუთითეთ წიგნებიც, საიდანაც მოიპოვებდნენ მასალის შესახებ ინფორმაციას ( საბავშვო ენციკლოპედია, სახელმძღვანელო საქართველოს ნაკრძალები და აღკვეთილები, ტურისტული მარშრუტების ბროშურები და სხვ.)
პროექტის მიზანი: მოიძიონ ინფორმაცია , უკეთ გაეცნონ თავიანთი კუთხის სიმდიდრეს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, პედაგოგებთან, გაცვალონ ინფორმაცია,შეადარონ ერთმანეთთან და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
პროექტის შედეგი: განუვითაროს ბავშვებს ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, სისტემაში მოყვანის,მონაცემთა შედარების, ინფორმაციის გაცვლის, გუნდური მუშაობის, და პრეზენტაციის უნარი.
პროექტს აქვს უფრო დიდი მიზანი- შეაყვაროს ბავშვებს თავისი კუთხე, ვინაიდან სამშობლოს სიყვარული საკუთარი ეზოს ჭიშკრიდან, უბნიდან, სოფლიან და კუთხიდან იწყება.

Thursday, May 5, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)