Saturday, May 7, 2016

საკლასო პროექტი- კახეთის ნაკრძალები

        პროექტის სახელწოდება-ვიცნობდეთ ჩვენი კუთხის ნაკრძალებს.
        საკლასო პროექტი.    მე-6 კლასი
        პროექტის აღწერა:
    მეექვსე კლასში სასწავლო პროგრამაში შეტანილია მასალა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა,ლაგოდეხის და ვაშლოვანის ნაკრძალების  შესახებ, ამავე დროს საერთოდ არ არის ნახსენები ისეთი ულამაზესი ნაკრძალი, როგორიცაა ბაწარა- ბაბანეურის ნაკრძალი. მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ნაკრძალში დაცული ქართული ფლორის სიამაყის-ძელქვის
და კოლხური ბზის შესახებ.
ისინი ძალიან დააინტერესა აღნიშნულმა მასალამ. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საკლასო პროექტი,რათა მეტი ინფორმაცია მიგვეპოვებინა და უკეთ შეგვესწავლა ჩვენი კუთხის-კახეთის ნაკრძალები.
პროექტის მიმდინარეობა:
    კლასი დავყავით სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უნდა შეესწავლა ერთი ნაკრძალი.გუნდმა არჩევანის პრინციპით აირჩია შესასწავლი ნაკრძალი.დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული მისამართი სახელმძღვანელოში იყო მითითებული (htt://dpa.gov.ge/). მივუთითეთ წიგნებიც, საიდანაც მოიპოვებდნენ მასალის შესახებ ინფორმაციას ( საბავშვო ენციკლოპედია, სახელმძღვანელო საქართველოს ნაკრძალები და აღკვეთილები, ტურისტული მარშრუტების ბროშურები და სხვ.)
    პროექტის მიზანი: მოიძიონ ინფორმაცია , უკეთ გაეცნონ თავიანთი კუთხის სიმდიდრეს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, პედაგოგებთან, გაცვალონ ინფორმაცია,შეადარონ ერთმანეთთან და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
    პროექტის შედეგი: განუვითაროს ბავშვებს  ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, სისტემაში მოყვანის,მონაცემთა შედარების, ინფორმაციის გაცვლის, გუნდური მუშაობის,  და  პრეზენტაციის უნარი.
    პროექტს აქვს უფრო დიდი მიზანი- შეაყვაროს ბავშვებს თავისი კუთხე, ვინაიდან სამშობლოს სიყვარული საკუთარი ეზოს ჭიშკრიდან, უბნიდან, სოფლიან და კუთხიდან იწყება.
 
 

 
 

2 comments:

  1. მიზანი კარგადაა ჩამოყალიბებული.

    ReplyDelete
  2. მიზანი კარგადაა ჩამოყალიბებული.

    ReplyDelete