პროექტის სახელწოდება: ბიომები (ველები: ტუნდრა, სტეპი, სავანა, პრერია, პამპასი).
სამიზნე ჯგუფი- 1X კლასი
პროექტის აღწერა: მეცხრე კლასში ისწავლება ეკოსისტემის ძირითადი ტიპები- ბიომები, კერძოდ ველები.მასალაში აღწერილია სხვადეასხვა კონტინენტის ველები-ტუნდრა, სტეპი, სავანა, პრერია, პამპასი.
მოსწავლეთა კითხვების სიმრავლემ დამარწმუნა, რომ მაღალი იყო მოტივაცია და მზაობა მეტი ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საკლასო პროექტი.
ვინაიდან კლასში 10 მოსწავლეა, დავყავით წყვილებად და თითოეულ წყვილს დაევალა თითო ბიომის შესახებ მასალის მოძიება.
მეტი ინფორმაციის მისაღებად მოსწავლეები მოიძიებენ მასალას, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული წყაროებიდან. დაამუშავებენ მოძიებულ მასალას, შეადარებენ, სხვადასხვა კონტინენტის ველებს, შეადარებენ ლანდშაფტებს, გააანალიზებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას "პოვერ პოინტში".
No comments:
Post a Comment